საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

18:02, 11.12.2021

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება და არ გადაისინჯება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გაკეთებულ მუქარისშემცველ განცხადებას გამოეხმაურა.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მიუღებელია. მისი განცხადებით, არცერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებაში ჩაერიოს. 2021 წლის სამიტის დეკლარაციაშიც ძალიან მკაფიოდაა გამეორებული, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, – აღნიშნავს ზალკალიანი.

მსგავსი