საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

ნატო-ს მოახლოებული სამიტის წინ, საქართველო გერმანიის პირველი დიპლომატის მხარდამჭერ გზავნილებს იღებს. ბერლინში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დავით ზალკალიანი კოლეგას შეხვდა. ჰაიკო მაასმა ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის იმ წვლილზე, რომელიც მას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეაქვს.

ხაზი გაესვა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების აუცილებლობას და ევროპასთან უვიზო რეჟიმის დაწესების მნიშვნელობასაც.

ჰაიკო მაასმა თქვა, რომ გატარებული რეფორმებით საქართველო რეგიონში ლიდერია.

დღის წესრიგში იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმილი მდგომარეობის განხილვაც.