საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უნგრეთში

„საქართველო არის საუკეთესო მაგალითი ორმაგი სტანდარტებისა, რომელსაც ევროკავშირი იყენებს, იმიტომ რომ ქვეყანას ჰყავს პატრიოტული, კონსერვატიული, მშვიდობის მომხრე ხელისუფლება,“ – ეს განცხადება პიტერ სიიარტომ, მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

დახურულ კარს მიღმა მინისტრებმა, ორი ქვეყნის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე საათზე მეტი ისაუბრეს. მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში უნგრელი კოლეგის უშუალო მიწვევით იმყოფება და ამბასადორიალში მონაწილეობს. „ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მიზნად და ამოცანად,“ – ამას სიიარტოსთან შეხვედრაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი არაერთხელ და გაუსვა და უნგრელ კოლეგას ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თემაზე ჩვენი ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი მუშაობს.