საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში, პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა თურქ კოლეგას ასევე თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. განიხილეს თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები და შავი ზღვის პოტენციალი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამ კონტექსტში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მტკიცედ ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეას და მზად არის, გააგრძელოს თავისი წვლილის შეტანა რეგიონში მშვიდობის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში.
მოამბე თურქეთიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ანა ბროლაძე აშუქებს.