საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში
პარიზი რიგით მეცხრე მშვიდობის ფორუმს მასპინძლობს, მასში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს. „სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე“ – ეს არის წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა.
ორი დღის განმავლობაში საფრანგეთის დედაქალაქში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები და დიპლომატები გეოპოლიტიკურ კრიზისებზე, კლიმატურ ცვლილებებსა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირების საკითხებზე იმსჯელებენ.
დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც. ფორუმის ფარგლებში იმართება ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტიც. მაკა ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ოფიციალურ ვახშამს.