საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

15:15, 21.03.2023

როგორ ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას საქართველო, რა ეტაპზეა პროცესი – ეს იყო განხილვის მთავარი თემა ილია დარჩიაშვილისა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვედრაზე, რომელიც ევროკომისიაში გაიმართა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევრორეკომენდაციების შესრულება საქართველოს პრიორიტეტია და ყველა პუნქტი თანაბრად მნიშვნელოვანია. მინისტრის განცხადებით, მან პოზიტიური გზავნილები მიიღო. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს ანა ბროლაძე აშუქებს.

მსგავსი