საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

რესპუბლიკელი კონგრესმენის დევინ ნუნესის განცხადებით, ევროატლანიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა განაგრძოს. ამის შესახებ კონგრესმენმა დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. შეხვედრისას აღინიშნა აშშ-ს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრეს.