საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ინფორმაცია ამერიკის სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ კორკერმა პირადად მინისტრ დავით ზალკალიანისგან მიიღო.

საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის მოწვევით, რელიგიის თავისუფლების მინისტერიალზე დასასწრებად იმყოფება. ქართული დელეგაცია მინისტერიალზეც სწორედ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. მანამდე კი ვიზიტად მყოფი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.