საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა

3-4 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატოს 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ვაშინგტონს ეწვევა. დავით ზალკნიანი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად, ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის, გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს წევრი ქვეყნების მინისტრებთან, ასევე აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელ გერი კონოლთან.