საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ბრიუსელს ეწვევა.  ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, დავით ზალკალიანი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ასევე ნატო-ს წევრი ქვეყნების პირველ დიპლომატებთან შეხვედრებს გამართავს.

მსჯელობის მთავარი თემები ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები, ასევე არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი იქნება. ყურადღება გამახვილდება რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც.