საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

სწორედ პანდემია იყო ქვეყნის პირველი დიპლომატის წლიური ანგარიშის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. საგარეო უწყებამ ჩაკეტილი საზღვრების დროს შესრულებული 74 რეისით, სამშობლოში 23 000-მდე მოქალაქე დააბრუნა. სამინისტრო ახლა „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დროულად მიღებაზე მუშაობს, რისთვისაც სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

პანდემიასთან ერთად, მინისტრმა წლის ნომერ პირველ გამოწვევად დაასახელა ოკუპაცია, რომლის გასააქტიურებლად, დავით ზალკალიანის შეფასებით, ქვეყანა ყველა საერთაშორისო ტრიბუნასა და ფორმატს იყენებს. დეოკუპაცია და 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება მომავალი წლის მთავარ ამოცანებად დასახელდა.