საქართველოს საგარეო პოლიტიკა 2021

მიმდინარე წელს იყო მიღწევები და გამოწვევები საგარეო კუთხითაც.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დეოკუპაციის გზაზე საქართველოს საერთაშორისო პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა, პანდემიის გამო აღებული პაუზის შემდეგ გამართული სამიტები ნატოსა და ევროკავშირში, ასოცირებული ტრიოს შექმნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის სახით, მხარდამჭერი რეზოლუციები ამერიკის კონგრესიდან, მთიანი ყარაბაღის ახალი ომის შემდეგ შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში და წლის ბოლოს დასავლეთის მიმართ რუსეთის პირდაპირი მუქარის გამო კიდევ უფრო გაუარესებული უსაფრთხოების გარემო.

რუსეთის მუქარის შემცველი განცხადებების მიუხედავად, გრძელდება მუშაობა ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში! – ქვეყანა ალიანსთან თანამშრომლობის ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.