საქართველოს საგარეო გამოწვევები და პრიორიტეტები

ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და რუსული საფრთხეების თავიდან არიდება, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. უწყებამ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტები საზოგადოებას დავით ზალკალიანმა გააცნო. საგარეო პოლიტიკის მთავარ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. მან მთავარ პრობლემად ოკუპაცია, მთავარ მიზნად კი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაასახელა. საგარეო უწყება, 10-წლიანი პროგრამის ფარგლებში ასევე გეგმავს, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების სტაბილურობას და სტრატეგიულ პარტნიორებთან უფრო მეტად გააღრმავოს ურთიერთობები.