საქართველოს საფრანგეთის შს მინისტრი ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფება.

საფრანგეთი და საქართველო გამოძიების, თავშესაფართა მაძიებლებისა და სამართალდამცავ სფეროებში თანამშროლობას გააძლიერებენ. დოკუმენტს ხელი ორივე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

საფრანგეთის პირველი პოლიციელის ვიზიტის ფარგლებში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგიც გაიმართა.