საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

28 აპრილს, საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა ეწვევა. შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კატრინ კოლონა მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, რა დროსაც ის მხარდაჭერას გამოხატავს კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმებისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების მიმართ, რაც არის არსებითი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის. საქართველოში ვიზიტამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26-28 აპრილს, ვიზიტით ჩავა აზერბაიჯანსა და სომხეთში.