საქართველოს საერთაშორისო მაჩვენებლები

18:28, 07.10.2026

2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 50.5%-ით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს, რვა მილიარდ 170 მილიონ დოლარს მიაღწია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მიმდინარე დონე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს აღემატება და 128.7%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაციის მიზნით, 100 მილიონი დოლარის მონეტარული ოქრო შეიძინა. მას შემდეგ ოქროს ფასის მნიშვნელოვანმა ზრდამ საერთაშორისო რეზერვების მატებაში წვლილი შეიტანა. სექტემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს მოცულობა ერთ მილიარდ  დოლარს აღემატება და მთლიანი რეზერვის 12.9% შეადგენს.

მსგავსი