საქართველოს საავიაციო დერეფნის დატვირთვა გაიზარდა

დატვირთული საჰაერო სივრცე და მკვეთრად გაუმჯობესებული მონაცემები – ბოლო წლებში საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა საკმაოდ გახშირებულია.

რეკორდულად არის გაზრდილი ტრანზიტული რეისების რაოდენობაც. ზრდის ტენდენციას გეოპოლიტიკური ფაქტორებით და პანდემიის დასრულებით ხსნიან. გეგმაა კიდევ უფრო მეტი უცხოური ავიაკომპანიის მოზიდვა და მათი ქართულ ბაზარზე შემოყვანა. შესაბამისად ჩნდება კითხვა – რამდენად აკმაყოფილებს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურა გაზრდილ ნაკადებს და გააქტიურებულ ავიამიმოსვლას.