„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ახალი რედაქცია
„საარჩევნო კოდექსში“ შესატანი რეზონანსული ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია. კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი, პლენარულ სხდომაზეც დავის საგანი გახდა. კონსტიტუციის დარღვევა და ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების წართმევა – ასე აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივას და მიღებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ოპოზიციურ განწყობებს უკავშირებს. თუმცა, ბრალდებებს არ იღებენ მმართველ გუნდში. ინფორმირებული არჩევანის გაკეთებასთან ერთად, „ქართული ოცნება“ მიღებული გადაწყვეტილების არგუმენტად გარე ძალების მხრიდან, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებს და ამ მიზნით ემიგრანტებზე მიმდინარე ზეწოლას ასახელებს.