საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის რეკორდული მაჩვენებელი 

21:47, 08.07.2026

ივნისში საქართველოს რკინიგზამ 1 362 000 ათასი ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ტვირთნაკადების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შუა დერეფანი ა საიმედო, სტაბილური და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო ალტერნატივა ხდება საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. იზრდება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაც – ქვეყანას შესაძლებლობა ეძლევა , რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი როლი გლობალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელში. მომავალში საქართველოს რკინიგზა სავაგონო და სალოკომოტივო პარკის განახლებისთვის ერთი მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს.

მსგავსი