საქართველოს რკინიგზის განვითარების გეგმა 

21:53, 09.10.2026

ისტორიული თარიღიდან ხვალ 154 წელი სრულდება.

1872 წლის 10 ოქტომბერს ფოთიდან თბილისი მიმართულებით პირველი სამგზავრო მატარებელი დაიძრა. სწორედ ეს თარიღი  ითვლება საქართველოს რკინიგზის დაბადების და რკინიგზელთა პროფესიულ დღედ. სახელმწიფო კომპანია საიუბილეო თარიღს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. სამგზავრო და სატვირთო ვაგონების შესყიდვა, ინფრასტრუქტურის სრული განახლება, მგზავრობის დროის მაქსიმალური შემცირება და გამტარუნარიანობის ზრდა – მასშტაბური მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოს რკინიგზა საეტაპო პროექტებს ახორციელებს. მომავალი წლიდან იგეგმება რკინიგზის თანამშრომელთა ხელფასების 20 %-ანი მატებაც. სამომავლო გეგმებზე  და შუა დერეფანში საქართველოს მზარდ როლზე რკინიგზელებს ინფორმაცია პრემიერმა მიაწოდა და მათ პროფესიული დღე მიულოცა. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც.

 

მსგავსი