„საქართველოს რკინიგზის“ განცხადება

12:23, 20.09.2026

სტიქიის გამო, მეწყრული პროცესი განვითარდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნართან. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, მეწყერი მატარებლის ლიანდაგთან ახლოს დაფიქსირდა, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. მათივე თქმით, ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი სოფელ ბუკნარიდან უკან დაბრუნდა. „აჭარის რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნულ მიმართულებაზე მატარებლების გადაადგილებას გარკვეული შეფერხებები შეექმნა. კერძოდ, ძლიერი წვიმის შედეგად, ზოგიერთ მონაკვეთზე ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე. საქართველოს რკინიგზის  სამსახურები, შესაბამის უწყებებთან ერთად,  მატარებლების გადაადგილების  უმოკლეს დროში აღსადგენად, აქტიურ რეჟიმში მუშაობენ“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი