საქართველოს რკინიგზის განცხადება

18:16, 03.01.2026

საქართველოს რკინიგზა შეფერხებით მუშაობს. მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შექმნილი უამინდობაა. მატარებლებს გადაადგილებისას გზაზე პერიოდულად იქმნება სხვადასხვა სახის დაბრკოლებები. თბილისი-ზუგდიდის მატარებელი ხაშურთან, სოფელ გომთან ორ საათზე მეტხანს იყო გაჩერებული.

თემაზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს რკინიგზა, საიდანაც ირკვევა, რომ არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, 3 და 4 იანვარს მაგისტრალური და საგარეუბნო მიმართულებით მოძრავი მატარებლები დროებით რეისებს აღარ შეასრულებენ.

იმოძრავებს მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებელი. საქართველოს რკინიგზა, შექმნილი დისკომფორტის გამო, მგზავრებს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება.

მსგავსი