გურიაში უამინდობისა და დიდი თოვლის გამო, მატარებლების რამდენიმე რეისი უქმდება. კერძოდ: 24 თებერვალს გაუქმდა – ოზურგეთი-თბილისი; ბათუმი-ოზურგეთი; რიონი-ქუთაისი-რიონის რეისები. ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.