საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილება

„საქართველოს რკინიგზა“ მზად არის, ნებისმიერი ტვირთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე, ბათუმის, ფოთისა და თბილისის ტერმინალებიდან აზერბაიჯანის, ცენტრალური აზიისა და სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო-საკონტეინერო გადაზიდვები უმოკლეს ვადებში, კონკურენტუნარიანი ტარიფებით განახორციელოს.

ინიციატივის მიზანი სატვირთო გადაზიდვების სტაბილურობაა. საუბარია ტერმინალებში შესული ავტომობილებიდან ტვირთების რკინიგზის ვაგონებსა თუ კონტეინერებში გადატვირთვაზე და მათ საბოლოო დანიშნულების პუნქტებამდე გაგზავნაზე.