საქართველოს რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები

საქართველოს რკინიგზის მოგება 85 მილიონი ლარით 153 მილიონ ლარამდე გაიზარდა 2025 წელს წინა წელთან შედარებით. კომპანიის ინფორმაციით, მატება საოპერაციო საქმიანობის გაუმჯობესებისა და ფინანსური ხარჯის შემცირების შედეგია. ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც გრძელდება, მარტი-მაისის პერიოდში, გადაზიდული ტვირთის მოცულობამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20 %-ით მოიმატა. რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, საქართველოს რკინიგზას გადაწყვეტილი აქვს შეიძინოს  50 ლოკომოტივი და 1 500 ვაგონი, ამისთვის, დაახლოებით ერთ მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.