საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები

ქართული პარლამენტარიზმის ისტორია საგამოფენო სივრცეში გაცოცხლდება.

ლიტერატურის მუზეუმში ახალ ექსპოზიციას ამზადებენ სათაურით, „საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები“. ეს იქნება გამოფენა, რომელიც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან დღემდე განვითარებულ საპარლამენტო მოვლენებს ფოტოებით შეგვახსენებს.

ლიტერატურის მუზეუმის და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთობლივი პროექტი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლებზე უნიკალური ექსპონატების საშუალებით გვიამბობს.

ექსპოზიციაზე დამფუძნებელი კრების დეპუტატთა შთამომავლების ოჯახებში, ლიტერატურის მუზეუმში და სხვადასხვა არქივში დაცულ მასალებს ნახავთ.