საქართველოს რაგბის კავშირში დღეს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტობისთვის კლუბების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატი – მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ბაჩო ხურციძე იბრძოლებენ.
არჩევნები „ქორთიარდ მერიოტში“ 13:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ჩვენი კორესპონდენტი ნიკოლოზ ბერაძე აშუქებს.