საქართველოს რადიო 100 წლისაა

21:07, 23.05.2025

საუკუნოვანი მაუწყებლობა და დამსახურებული აღიარება – დღეს საქართველოს რადიოს 100 წელი შეუსრულდა.

ისტორიულ თარიღს რადიო მაუწყებლობა ორი მნიშვნელოვანი მოვლენით ხვდება. საქართველოს რადიო მაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, მალე კი 100-წლიანი ისტორიის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა გამოვა. პირველი ეთერი ნავთლუღის რადიო სადგურიდან და მარო თარხნიშვილის მიერ შესრულებული „ურმული“, რომლითაც ამიერკავკასიაში პირველი და ევროპაში ერთ-ერთი პირველი რადიოს ისტორიის ათვლა დაიწყო. წლებთან, ტექნოლოგიების განვითარებასთან და სოციალური პლატფორმების აქტუალიზაციასთან ერთად რადიო თავის ნიშას, განსაკუთრებულ როლს და მნიშვნელობას არ კარგავს. მრავალფეროვანი პროგრამა, ოქროს ფონდი უნიკალური ლიტერატურული, მუსიკალური და თეატრალური ჩანაწერებით, სხვადასხვა სფეროს ცნობილი წარმომადგენლების დღემდე შემონახული ხმები და 1953 წლიდან დაწყებული რადიო-თეატრის ტრადიცია პოპულარული რადიო-დადგმებით და აუდიო-ხმებით: „ლაპარაკობს თბილისი“ – ამ სიტყვებით დაიწყო მაუწყებლობა, რომელიც დღესაც წარმატებით გრძელდება. წინ თანამედროვეობაზე მორგებული კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი და გეგმაა.

მსგავსი