საქართველოს რადიო 100 წლისაა
საქართველოს რადიო 100 წლის გახდა – 1925 წლის 23 მაისიდან საქართველოში რადიოს საცდელი მაუწყებლობა დაიწყო. ეს დღე მაუწყებლობის დასაწყისად არის მიჩნეული. ევროპაში ერთ-ერთ უძველეს რადიოში საინფორმაციო და შემეცნებითი პროგრამების გარდა, გადაიცემა კლასიკური მუსიკის, ქართული ხალხური და საესტრადო მუსიკის საუკეთესო ჩანაწერები, „ლიტერატურული თეატრის“ რადიოდადგმები.
რადიოს „ოქროს ფონდი“ ათასობით უნიკალურ ჩანაწერს ინახავს, რომელიც ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. დაარსებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, ქართული რადიომაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას რადიოარხ „საქართველოს რადიოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მაუწყებლის შენობაში ღონისძიება იმართება, თამარ ჯალაღონია დეტალებით.