საქართველოს ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში

თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა ჩემპიონატი დაიწყო. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული ტურნირია და წელს 78-ედ იმართება. ქალთა ჩემპიონატში 10 მონაწილეა, რომლებიც მთავარ ჯილდოს წრიული სისტემით, ცხრა ტურად გაითამაშებენ. საქართველოს ქალთა 78-ე ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 25 000 ლარია. პირველ სამ ადგილზე გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურსაც მოიპოვებენ.

მოამბე