საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა
ქვეყანაში მინიმალური ხელფასის ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ახალ ინიციატივას აყენებს. ინიციატივის მიხედვით, მინიმალური ხელფასი ქვეყანაში საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით უნდა განისაზღვროს, რაც მათივე განმარტებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ ეტაპზე 913 ლარს შეადგენს. როგორც პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებენ, რეალური მინიმალური ხელფასის დაწესება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დასაქმებულთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვისა და ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფის, ასევე საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა და შესაბამისი ევროპული სტანდარტების შესრულების თვალსაზრისითაც. სავარაუდოდ, კანონპროექტის საბოლოო ვერსია საქართველოს პარლამენტს განსახილველად მომავალ თვეში წარედგინება.