საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილს ანდჟეი დუდამ ბელვედერის სასახლეში მეგობრულ სადილზე უმასპინძლა. დღეს კი, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

ღონისძიების შემდეგ, საქართველოსა და პოლონეთის პირველ პირებს შორის პირისპირ საუბარი შედგება. გაიმართება შეხვედრები სახელმწიფო დელეგაციებთან, პოლონეთის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან.

ხვალ გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში. პრეზიდენტი პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა სახლ-მუზეუმსაც ეწვევა და სიმბოლურად, საქართველოდან ჩატანილ ხეს დარგავს.