საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში დასრულდა. მიხეილ ყაველაშვილი, ზამთრის ოლიმპიადის ფარგლებში, მილანში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა.

ქართული დელეგაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მასპინძლობით გამართულ მიღებასაც დაესწრო. ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად, იტალიის პრეზიდენტის სახელით გამართულ ვახშამზეც იმყოფებოდა.