საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

15:10, 14.10.2025

საქართველოს პრეზიდენტმა სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო ოთხ პირს მოეხსნა ნასამართლობა. „საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი