საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ვატიკანში

დღეს საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად რომის ახალ პაპს პირისპირ შეხვდება. რა საკითხებზე იმსჯელებენ აუდიენციის მონაწილეები, ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს პრეზიდენტმა ურთიერთობების კვლავ მაღალ დონეზე გაგრძელების იმედი გამოთქვა.

მიხეილ ყაველაშვილი რომში 17 მაისს ჩაფრინდა, სადაც საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. გუშინ კი საქართველოს პრეზიდენტი ლეო მეთოთხმეტეს ინაუგურაციას დაესწრო და ახალ პაპად დანიშვნა პირადად მიულოცა.