საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში 
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დასრულებულია. მიხეილ ყაველაშვილი ცოტა ხანში ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებს, მანამდე კი ქართულ დელეგაციას, პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა უმასპინძლა.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი, მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად, თურქეთში, საქართველოს საელჩოში იმყოფებოდა. გუშინ კი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე პრეზიდენტმა თურქ კოლეგასთან ისაუბრა, სწორედ რეჯეფ ტაიფ ერდოღანი იყო გუშინ მიხეილ ყაველაშვილის მასპინძელი.