საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში 

21:10, 13.08.2025

თანამშრომლობა რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება – ძირითადად ამ საკითხებზე იყო აქცენტირებული საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ვიზიტი თურქეთში. რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან გამართული მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ, უკვე დღეს, მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს, დიდი ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. ორი ქვეყნის თანამშრომლობის პარალელურად, ყურადღება გამახვილდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საქართველოსა და თურქეთის როლზე. უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტსაც.

მსგავსი