საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში

12:23, 28.04.2025

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩავა – მიხეილ ყაველაშვილს სომხეთის პრეზიდენტი უმასპინძლებს. დაგეგმილია შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება.

მსგავსი