სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დასრულებულია.
მიხეილ ყაველაშვილი სომეხ კოლეგას და სომხეთის პრემიერს შეხვდა. სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას ორივე მხარე პრიორიტეტად აცხადებს. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს და მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველოს როლს დაეთმო. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა საქართველოს სახელმწიფო მეთაურმა ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა. ყურადღების მიღმა არ დარჩენილა თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატების მონაწილეობით.