რეგიონული ტურნე გრძელდება – აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში გაემგზავრა.
ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი მეგობარი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. პირველი შეხვედრა ხვალ სომეხ კოლეგასთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან გაიმართება, შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებს. მთავარი განსახილველი საკითხები ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგი, სხვადასხვა სფეროებში ურთიერთობების გაღრმავება და რეგიონული თანამშრომლობა იქნება.
„მოამბე“ სომხეთიდან – საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ანა ბროლაძე აშუქებს.