საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში

საქართველოს პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრა, როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატშია დაგეგმილი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს, გარეგინ მეორესაც შეხვდება.