საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთშია. მიხეილ ყაველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს შეხვდა და ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს. „საქართველო სამხრეთ კავკასიაში სტაბილიზაციის პროცესში ძირითად როლს თამაშობს, სტრატეგიული პოზიცია აქვს აზიასა და ევროპას შორის, ვერავინ გამოტოვებს და გვერდს ვერ აუვლის“ – განაცხადა სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ. საქართველოს პრეზიდენტმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი დონის შეხვედრების გაგრძელება. საქართველოს პრეზიდენტი, ასევე უკვე შეხვდა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარეს.
ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე