საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვაკეთში
უპირობო მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და თანმშრომლობის გაძლიერება როგორ პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთიდან მნიშვნელოვანი გზავნილებით ბრუნდება. სამი დღის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილმა ბრატისლავაში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. ქვეყნის პრეზიდენტის გარდა, დისკუსია შედგა სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთან. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ინვესტიციებსა და პოლიტიკურ ურთიერთმხარდაჭერაზე. განსაკუთრებული აქცენტი კი შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო როლზე გაკეთდა. ქართულმა მხარემ მიიღო დაპირებაც, რომ სლოვაკეთი ევროკავშირში საქართველოს ინტერესებს მომავალშიც აქტიურად დაიცავს.
„მოამბე“ ბრატისლავადან – მიხეილ ყაველაშვილის პირველ ოფიციალურ ვიზიტს სლოვაკეთში ანა ბროლაძე აშუქებდა.