საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შვეიცარიაში

21:20, 06.07.2026

„გლობალური დიალოგი ხელოვნური ინტელექტის შესახებ“ – ჟენევა გაერო-ს ინტერნაციონალურ პლატფორმას მასპინძლობს.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები, ტექნოლოგიური გიგანტები და აკადემიური სექტორი ორი დღის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო, სამართლიანი და ინკლუზიური განვითარების გზებზე მსჯელობენ. გლობალურ დიალოგში მონაწილეობს საქართველო. ჟენევაში იმყოფება მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა. აქცენტი გაკეთდა ხელოვნური ინტელექტზე, როგორც გლობალური უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევაზე. მიხეილ ყაველაშვილმა „ეი აის“ რეგულირების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მსოფლიოს საფრთხეების პრევენციისთვის საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტი დიალოგში მონაწილეობის პარალელურად მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

„მოამბე“ ჟენევიდან – პრეზიდენტის ვიზიტს მარიამ  ბერძენიშვილი  აშუქებს.

მსგავსი