საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შვეიცარიაში

12:08, 06.07.2026
საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფება. მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაერო-ს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგში მიიღებს მონაწილეობს. ის სიტყვით დღეს გამოვა. დიალოგის მიზანია გაერო-ს წევრი ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობაზე დისკუსია, პრაქტიკის გაზიარება და ღია ინკლუზიური საუბრების გამართვა ხელოვნური ინტელექტის თემაზე. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრა.
მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.

მსგავსი