საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. გაიმართება საზეიმო ცერემონია დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად, რა დროსაც, პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს მიმართავს. სალომე ზურაბიშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, ტრიუმფალურ თაღთან, მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში.

დატოვე კომენტარი