საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

12:19, 29.08.2019

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ევროპელ ბიზნესლიდერთა ფორუმი გახსნა.  სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ მეწარმეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და საქართველოს სრული ევროპიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ფორუმს ფრანგული ბიზნეს სექტორის 700- ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველო ყველა სფეროში მზადაა ევროპასთან მეტად დაახლოებისთვის.  საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ, ღონისძიებაზე სიტყვით ირლანდიის ვიცე-პრემიერი გამოვიდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს დაეთანხმა, რომ საქართველოს ადგილი და მისი ნამდვილი სახლი ევროკავშირშია.

მსგავსი