საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში

5 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას შეხვდება. ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ. 6 დეკემბერს კი სალომე ზურაბიშვილი წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება, სადაც საქართველო-პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის პრეზენტაცია გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბიშვილი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებსაც შეხვდება და სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.