საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში

საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ლატვიელ კოლეგას, რაიმონდს ვეიონისს ხვდება. რიგაში პრეზიდენტის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი უკვე დაიწყო. ორი ქვეყნის დელეგაციას შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის პრეს-კონფერენციაც გაიმართება, რის შემდეგაც, სალომე ზურაბიშვილს უკვე პარლამენტის სპიკერი და პრემიერ-მინისტრი ელოდებიან.

მარიამ მენაბდე გაგვაცნობს რიგაში დაგეგმილი შეხვედრების პოლიტიკურ კონტექსტს.