საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჟენევაში

21:16, 08.07.2026

საქართველო წარმოდგენილი იყო კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე.

ხელოვნური ინტელექტის როლზე და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე სასაუბროდ ჟენევაში გაერო-ს გლობალური დიალოგი მოეწყო, რომლის მონაწილეებს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმაც მიმართა. როგორ უნდა იმოქმედოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ ტექნოლოგიურმა პროგრესმა და ხელოვნური ინტელექტის სწრაფმა განვითარებამ გლობალური არასტაბილურობა არ გამოიწვიოს და ის სრული კონტროლის იარაღად არ იქცეს – ეს იყო გამოსვლების მთავარი თემა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში ეროვნული ინტერესების და ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და მონაწილეებს მსგავსი ფორუმის საქართველოში ჩატარებაც შესთავაზა. პრეზიდენტმა დიალოგის პლატფორმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრებისთვისაც გამოიყენა. იყო შეხვედრები გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე ჯანდაცვის და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

მსგავსი